პაატა მანჯგალაძე - ვიდრე სალომე ზურაბიშვილი არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად
პაატა მანჯგალაძე - ვიდრე სალომე ზურაბიშვილი არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად

„სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს ეჭვი და ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებულები არიან „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი. ტაქტიკურ საკითხებზე შეიძლება, ღარიბაშვილთან და კობახიძესთან ჰქონდეს უთანხმოება, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში მთავარი მოკავშირეა ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე.

„ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად, რატომ? იმიტომ, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე. მე არ მინახავს, სალომე ზურაბიშვილი ემიჯნებოდეს ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს და რასაც აკეთებს კობახიძე, იმას აკეთებს ბიძინა, რადგან კობახიძე ბიძინას გარეშე არ წარმოადგენს არაფერს. ამიტომ მე არ მჯერა პრეზიდენტის, უნდა გადავიდეს ქმედებაზე, შეიწყალოს ნიკა გვარამია, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი. წავიდეს ევროპაში და 28-ვე ქვეყნის ლიდერს შეხვდეს, ეს იქნება ქმედება და არა ის, რომ არ მიშვებენ საქართველოდან და რა ვქნაო. რა მასშტაბის სისხლი გვაქვს გადახდილი, რომ ცივილიზაციურად და კულტურულად საქართველო ყოველთვის იყო ევროპა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით, ამის შანსი არსებობს და ამას ეღობება „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.