პაატა მანჯგალაძე - ვეტოსთან დაკავშირებით პროცესებში მონაწილეობას მივიღებთ, თუმცა მე და გიორგი ვაშაძეს ხელფასი ყველა ვარიანტში დაგვექვითება
პაატა მანჯგალაძე - ვეტოსთან დაკავშირებით პროცესებში მონაწილეობას მივიღებთ, თუმცა მე და გიორგი ვაშაძეს ხელფასი ყველა ვარიანტში დაგვექვითება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტოს განხილვის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, რათა მოქალაქეებს კანონის მიღების მიზანი კარგად აუხსნან.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს ხელფასი დაექვითებათ, რადგან საპარლამენტო ჯგუფს ბოიკოტში გასვლის მექანიზმი არ აქვს.

„ვეტოსთან დაკავშირებით პროცესებში მონაწილეობას მივიღებთ, არსად გაქცევას არ ვაპირებთ. მოქალაქეებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ რუსული კანონის მიზანია, ხელისუფლებამ განსხვავებული აზრი ჩაახშოს და დაფინანსება, რომელსაც ვერ გააკონტროლებს, აგენტურად გამოაცხადოს. ჩვენი პირობა იყო, რომ რუსული კანონის უკან გაწვევასა და პრეზიდენტის ვეტოზე თუ იქნებოდა საუბარი, ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებდით. მე და გიორგი ვაშაძეს ხელფასი ყველა ვარიანტში დაგვექვითება, რადგან ჩვენი ჯგუფი ბოიკოტში არ არის გასული, ჩვენ ბოიკოტში გასვლის მექანიზმი არ გვაქვს. პლენარულ სხდომებზე რომ არ ვივლით, ყველაფერი დაგვექვითება, ხელფასს ვერ ავიღებთ“, – აცხადებს პაატა პაატა მანჯგალაძე.