პაატა მანჯგალაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკავშირში ყველა კარს კეტავს, ეს არის არა ქართული, არამედ რუსული კანონი
პაატა მანჯგალაძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკავშირში ყველა კარს კეტავს, ეს არის არა ქართული, არამედ რუსული კანონი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკავშირში ყველა კარს კეტავს, რომელიც არის არა ქართული, არამედ რუსული კანონი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა პარლამენტის სხდომას, სადაც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი განიხილება, მანჯგალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციაში საერთო გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებენ.

„ჩვენს პარტნიორებთან არ გვისაუბრია, როგორიც იქნება საერთო გადაწყვეტილება, იმას გავაკეთებთ. „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლოდინი არ გვქონდა, რომ საღი აზრის ლოგიკას გაყვებოდნენ. ისინი არიან შეთქმულების თეორიების ჭაობში და მათგან რაიმე სახის საღ გადაწყვეტილებას არ ველოდებით. ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ დასავლური გავლენების შემცირება უნდათ საქართველოში. თუ დასავლეთის გავლენა შემცირდება, რუსეთის გავლენას როგორ ამცირებენ? კანონი ევროკავშირში ყველა კარს კეტავს, ეს არის არა ქართული კანონი, არამედ რუსულია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.