პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარია, რაც შეიძლება მალე განიმუხტოს კრიზისი და ყველა ერთად გადავერთოთ პრობლემების მოგვარებაზე
პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარია, რაც შეიძლება მალე განიმუხტოს კრიზისი და ყველა ერთად გადავერთოთ პრობლემების მოგვარებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტიისთვის მთავარია, რაც შეიძლება მალე განიმუხტოს კრიზისი და ყველა ერთად გადაერთოს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის საკითხს, მანჯგალაძის შეფასებით, პირადი სიმპათია-ანტიპატიის მიხედვით არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საუბარი არ არის პირად შეხვედრაზე.

„ამ პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს მოლაპარაკების პროცესს, ვინაიდან ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მაღალი პოლიტიკური ტურბულენცია, რაც ზრდის რისკს რუსეთისთვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდეს პროცესების პროვოცირება. ამიტომ, აუცილებელია, მალე განვმუხტოთ ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“, მთავარია, რაც შეიძლება მალე განიმუხტოს კრიზისი და გადავერთოთ ყველა ერთად იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. რაც შეეხება ღარიბაშვილის საკითხს, ჩვენ არ მივდივართ პირად შეხვედრაზე, რომ პირადი სიმპატია-ანტიპატიით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.