პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებას ვურჩევ, რეალობა გაითვალისწინოს, რადგან მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო რესურსი ყოველდღიურად იწურება
პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებას ვურჩევ, რეალობა გაითვალისწინოს, რადგან მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო რესურსი ყოველდღიურად იწურება

სიცოცხლესთან თამაში არ არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და ხელისუფლებას ვურჩევ, რეალობა გაითვალისწინოს, რადგან მესამე პრეზიდენტი 25-ე დღეა, შიმშილობს და მისი სასიცოცხლო რესურსი ყოველდღიურად იწურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ხალხმა ერთხელ უკვე ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, როცა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.

„ასეთ ვითარებაში არ გვაქვს უფლება, საპატიმროში მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე დასრულდეს. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, გონივრული ნაბიჯები გადადგას. ზეპარტიული საკითხია, რომ პრეზიდენტები საქართველოში სიცოცხლეს ტრაგიკულად არ ასრულებდნენ. ამ თაობის ისტორიული ამოცანაა, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დაცული და უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.