პაატა მანჯგალაძე - საუბარი იყო მცდელობაზე, რომ რუსეთს სურს, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი გამოყენებული იყოს სანქციებზე გვერდის ავლისთვის, დადასტურებულად არც არავის უთქვამს
პაატა მანჯგალაძე - საუბარი იყო მცდელობაზე, რომ რუსეთს სურს, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი გამოყენებული იყოს სანქციებზე გვერდის ავლისთვის, დადასტურებულად არც არავის უთქვამს

კონკრეტულ ინფორმაციაზე დადასტურებულად არც არავის უსაუბრია. საუბარი იყო მცდელობაზე, რომ რუსეთს სურს, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი გამოყენებული იყოს სანქციებზე გვერდის ავლის მექანიზმად, გზად და შესაძლებლობად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება“.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩმა თქვა, რომ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

„ბრიტანეთის ელჩმა თქვა, რომ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ წინმსწრები ოპერატიული ინფორმაცია, რომ რუსეთს მცდელობა აქვს, სანქციებს დააღწიოს თავი, მათ შორის საქართველოში, შესაძლებელია, ეს მართლა არსებობდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.