პაატა მანჯგალაძე - საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა
პაატა მანჯგალაძე - საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა და აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემატურია.

„ეს არის დიპლომატიური ენა – მან ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, ასევე სხვა ცვლილებებზე. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს არ ასრულებს. ფორმულა მუშაობს – რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატო-სთან. ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, ასევე არის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხდა მანჯგალაძემ.