პაატა მანჯგალაძე - საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლების პირობებში, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყანა მარადიულია
პაატა მანჯგალაძე - საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლების პირობებში, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ქვეყანა მარადიულია

რა თქმა უნდა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლების პირობებში, რადგან ხელისუფლებები მიდიან და მოდიან და ქვეყანა რჩება, რომელიც მარადიულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„სწორედ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი სამ-ოთხ წელში დაიწყება. ეს პროცესი უკრაინასა და მოლდოვას უკვე დაწყებული აქვთ და ამ პროცესს საქართველოც უნდა შეუერთდეს. ტერიტორიულ მთლიანობას თუ არ ჩავთვლით, ამაზე დიდი ამოცანა და იდეა პარტიებსა და მოქალაქეებს არ აქვთ. ეთერებში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ გამოსწორდება და დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, პრობლემაა ოლიგარქია, სასამართლო, მედიასთან დაკავშირებით რა ხდება და გვარამია უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხს სწორად უნდა ავუხსნათ, როგორც რუსულ კანონზე ავუხსენით. დარწმუნებული ვარ, ამაზე ხალხის რეაქცია იქნება და მმართველი გუნდი უკან დაიხევს. ამაშია გამოსავალი და არა ის, რომ კომიტეტის სხდომაზე ვიტყვი, რომ ოლოგარქია პრობლემაა და ამას „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.