პაატა მანჯგალაძე - როგორც საქართველოს მოქალაქე, მონაწილეობას მივიღებ არა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში, არამედ ადამიანის უფლებების დასაცავად
პაატა მანჯგალაძე - როგორც საქართველოს მოქალაქე, მონაწილეობას მივიღებ არა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში, არამედ ადამიანის უფლებების დასაცავად

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ, ყელას აქვს უფლება, ისარგებლოს ადვოკატის უფლებით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ადამიანის უფლებების ნორმებით.

მანჯგალაძის თქმით, ამისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ნებისმიერ აქციაზე მივა.

„კერძო ადამინის ან სხვა პარტიების მიერ ორგანიზებული აქციები თუ იქნება, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ“, – განმარტა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, „14 ოქტომბრის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულია და თქვენ შეუერთდებით?“, – მანჯგალაძე პასუხობს, რომ თუ აქცია იქნება პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ყველა ასეთ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, როგორც საქართველოს მოქალქე.

„რაც შეეხება სააკაშვილს, როცა ვსაუბრობ სამართლიან სასამართლოზე, სამართლიან არჩევნებზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე, ვგულისხმობ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ყველას, ვინც მომავალში შესაძლოა, დაკავებული იყოს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „აქციაში პერსონალურად მიიღებს მონაწილეობას, თუ პარტია?“, – მანჯგალაძის თქმით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტიის შეკრებაზე მიიღებენ, მანამდე კი, როგორც საქართველოს მოქალაქე, მონაწილეობას მიიღებს აქციაში, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 10 დღეში პარტიის შეკრება და საბოლოო ჯამში ჩვენს სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მად მივიღებთ. მანამდე, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მონაწილეობას მივიღებ არა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში, არამედ მონაწილეობას მივიღებ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებოდნენ“, – დასძინა პაატა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი