პაატა მანჯგალაძე - რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ბოიკოტის გაგრძელება არასწორი იქნება, უნდა ჩავერთოთ განხილვებში, შესაძლოა, ბოიკოტის გადახედვის საკითხი დავაყენო
პაატა მანჯგალაძე - რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ბოიკოტის გაგრძელება არასწორი იქნება, უნდა ჩავერთოთ განხილვებში, შესაძლოა, ბოიკოტის გადახედვის საკითხი დავაყენო

ჩვენ მიერ ბოიკოტის გამოცხადება დაკავშირებული იყო „ქართულ ოცნებაზე“ ზემოქმედებასთან, როგორმე შეგვეჩერებინა რუსული კანონის მიღება და არასახელმწიფოებრივი ქმედებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოიკოტსაც უნდა გადავხედოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ბოიკოტის გაგრძელება არასწორი იქნება.

„რუსულ კანონპროექტზე კარგად ავხსენით სათქმელი და გავმართეთ დებატები, რამაც უფრო გამოიღო შედეგი, ვიდრე ბოიკოტმა. ამიტომ, შეიძლება, დავაყენო საკითხი, ხომ არ გადავხედოთ ბოიკოტის საკითხს. 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ბოიკოტის გაგრძელება არასწორი იქნება და უნდა ჩავერთოთ განხილვებში. როგორც რუსულ კანონზე მივიტანეთ სათქმელი, ასე უნდა მოხდეს რეკომენდაციებზეც“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.