პაატა მანჯგალაძე - რა პროცესსაც ახლა ვხედავდით საარჩევნო ადმინისტრაციაში, მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შიში აქვს გავლენის დაკარგვის, რაც აქამდე ჰქონდა
პაატა მანჯგალაძე - რა პროცესსაც ახლა ვხედავდით საარჩევნო ადმინისტრაციაში, მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შიში აქვს გავლენის დაკარგვის, რაც აქამდე ჰქონდა

რა პროცესსაც ახლა ვხედავდით საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომ შემომტკიცება-გაერთიანება მოხდა დეპარტამენტის და ერთგულ კადრებზე გადაეწყო სისტემა, მიუთითებს, რომ შიში აქვს „ქართულ ოცნებას“ იმ გავლენის დაკარგვის, რაც აქამდე ჰქონდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დღეს არსებული მოდელით, 12 წევრიდან 10 წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ანუ 5-ჯერ მეტი, რაც დაუშვებელია.

„ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც გვაქვს შეთავაზებული, რომ 17 წევრით დაკომპლექტდეს ადმინისტრაცია, ყველა პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრი რომ მიიტაცოს, ერთით მეტი უპირატესობა მაინც ექნება პარტიებს, სადაც გადაწყვეტილებები 2/3-ით მიიღება, ანუ ბლოკირებულია ის, რომ ასე ცალსახად „ქართულ ოცნებას“ რასაც უნდა, იმას გააკეთებს. პრობლემა იყო უბანში ისეთი ადამიანები შესვლა, რომლებიც არ იყვნენ ამ უბნის ამომრჩევლები, ან იყვნენ და რამდენჯერმე აძლევდნენ ხმას. ამის გამო ვაპირებთ, ჩაშვებულია სისტემაში, სახის ამომცნობი პროგრამის დანერგვა, რომელიც არ მისცემს ერთზე მეტჯერ შესვლის უფლებას ადამიანს, იტესტება ცესკო-ში ეს პროგრამა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. რაც შეეხება კარუსელს, ამის საწინააღმდეგო მექანიზმი არის შტრიხკოდიანი ბიულეტენი, რომელიც გამორიცხავს მოპარვას, ჩაყრას და გარეთ გატანას. მიუხედავად ამოსული შედეგებისა ოქმში წერდნენ მონაცემს, რაც იყო სასურველი ხელისუფლებისთვის და უფრო მეტიც, უკვე დაწერილ მონაცემებს ასწორებდნენ სიტუაციისა და ვითარების შესაბამისად, ამის საწინააღმდეგო არის მაღალი რეზოლუციის კამერის პირობებში ხმების დათვლა, რომ ზუსტად ჩანდეს, ვინ ვის მისცა ხმა. შემაჯამებელი ოქმის გადასწორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეალური გადათვლის საფუძველზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.​

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების საკითხს, მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი გადაყენება კონსტიტუციასთან შესაბამისი არ იქნება.

„თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და წავიდეს, ჩემი რჩევა ეს არის, მაგრამ ჟვანია რომ რჩება, ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ის რჩება, რომ გარკვეული ვადით პარლამენტის მიერ არჩეული ადამიანებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის. ეს არის პრობლემა, ეს ხალხი დამტკიცებულია პარლამენტის მიერ და ამ ხალხის გაყრა არ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი, თორემ ჩემი სურვილი რომ იყოს, დღესვე გავუშვებდი სახლში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.