პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში სრულფასოვანი სასამართლო რეფორმა ილუზიაა
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში სრულფასოვანი სასამართლო რეფორმა ილუზიაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში სრულფასოვანი სასამართლო რეფორმა ილუზიაა.

„არ უნდა მოვატყუოთ და გავაჩინოთ ცრუ მოლოდინი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლანს გადავაბაროთ სასამართლო ხელისუფლება, არ ვიბრძოლოთ ბოლომდე. სწორედ აქეთკენაა მიმართული ჩვენი პარტნიორების მოწოდება, რომ იქნებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ვინმე გონიერი შერჩეს, რომ გაატარონ ის რეფორმები, რაც სჭირდება არა რომელიმე პარტიას, არამედ ქვეყანას და ხალხს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია.

დატოვე კომენტარი