პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან არა თუ სანქციების გვერდის ავლაზეა საუბარი, არამედ ღიად საუბრობენ, რომ საქართველო არ მონაწილეობს სანქციებში
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან არა თუ სანქციების გვერდის ავლაზეა საუბარი, არამედ ღიად საუბრობენ, რომ საქართველო არ მონაწილეობს სანქციებში

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა მიეხმარონ ნატო-ს არაწევრი ქვეყნები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ საქართველოში ბევრად მძიმედაა საქმე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „„ქართული ოცნების“ მხრიდან არა თუ სანქციების გვერდის ავლაზეა საუბარი, არამედ ღიად საუბრობენ და ღარიბაშვილმა გუშინ დიდ ფორუმზეც განაცხადა, რომ არ მონაწილეობს სანქციებში, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებში.

არ აღიარებენ პერსონალური მონაცემის ბაზებს იმ რუსების, რომლებიც ომის ხელშემწყობები არიან და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას უწყობენ ხელს. სანქციების გვერდის ავლაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა კონკრეტულ სანქციასაა მიერთებული. საქართველო ეკონომიკურ სანქციებზე მიერთებული არ არის და არც ომის წამქეზებელი პირების მიმართ დაწესებულ სანქციებზეა მიერთებული, გვერდი რას უნდა ავუაროთ? პირდაპირ არიან მიერთებული რუსებზე. სანქციების გვერდის ავლა კი არა, საქართველოში საქმე ბევრად მძიმედაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს, ველით, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს“.