პაატა მანჯგალაძე -  „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური შეხვედრები მოლაპარაკებების პროცესს არ წაადგება
პაატა მანჯგალაძე -  „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური შეხვედრები მოლაპარაკებების პროცესს არ წაადგება

„ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური შეხვედრები არ წაადგება მოლაპარაკებების პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ალეკო ელისაშვილისა და იაგო ხვიჩიას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესს მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, რაც ელჩების ჩართულობით მიიღწევა.

„ჩვენ რომ მოგვწონდეს ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას სტრატეგია, ვერავინ ვერ დაასწრებდა „სტრატეგია აღმაშენებელს“ პარლამენტში მისვლას, მაგრამ, ვფიქრობ, ცალკეული, ინდივიდუალური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასთან“ არ წაადგება მოლაპარაკებების პროცესს, რადგან ამას სჭირდება მაღალი ლეგიტიმაცია, ამ ლეგიტიმაციას იძლევა ელჩების ფასილიტაციით ჩატარებული მოლაპარაკებები, როცა მაღალი ნდობის გარანტიები არსებობს, რომ მიღწეული შეთანხმება აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.