პაატა მანჯგალაძე - პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალება შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ არა რყევებისა და ქვეყნის დანგრევის ხარჯზე
პაატა მანჯგალაძე - პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალება შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ არა რყევებისა და ქვეყნის დანგრევის ხარჯზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

როგორც მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „პოლიტიკური კლასი უნდა შეთანხმდეს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და შედეგი ყველამ აღიაროს“.

„სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანაში არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა და თუ არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა. ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალებაა რიგგარეშე არჩევნები, რადგან 2024 წლამდე ქვეყნის რყევებით მიყვანა კარგი არ იქნება. პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალება შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ არა რყევებისა და ქვეყნის დანგრევის ხარჯზე, არამედ პოლიტიკური კლასი უნდა შეთანხმდეს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს და შედეგი ყველამ აღიაროს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.