პაატა მანჯგალაძე - ორბანი თუ გაჩერდება, ქვეყანას სტატუსი გარანტირებული აქვს, თუ არა, მაინც დროებითი დაბრკოლება იქნება, სტატუსს დეკემბერში თუ არა, იანვარში მაინც მივიღებთ
პაატა მანჯგალაძე - ორბანი თუ გაჩერდება, ქვეყანას სტატუსი გარანტირებული აქვს, თუ არა, მაინც დროებითი დაბრკოლება იქნება, სტატუსს დეკემბერში თუ არა, იანვარში მაინც მივიღებთ

ორბანი თუ გაჩერდება და ამ გზაზე არ იქნება, როგორც ბარიერი, ქვეყანას სტატუსი გარანტირებული აქვს; თუ არა, მაინც დროებითი დაბრკოლება იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება მოხდეს გადავადება და, დეკემბერში თუ არა, იანვარში მაინც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

„ძალიან სამწუხაროა, რასაც ორბანი აკეთებს. არ არსებობს იმაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის ახალი წლისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადასვლა დაბრკოლდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდივისთვის. 26 ქვეყანა თანახმაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების ეტაპი დაიწყოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და „ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი ბლოკავს ამ პროცესს. მართალია, უნგრეთის ინტერესებს იშველიებს, მაგრამ საქმით გამოდის, რომ ეს პუტინის საქმეა. ორბანი თუ გაჩერდება და ამ გზაზე არ იქნება, როგორც ბარიერი, ქვეყანას სტატუსი გარანტირებული აქვს. თუ არა, მაინც დროებითი დაბრკოლება იქნება. შეიძლება მოხდეს გადავადება, რუსულ ძალებს დიდი სიხარული არ უნდა ჰქონდეთ. დეკემბერში თუ არა, იანვარში მაინც მივიღებთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.