პაატა მანჯგალაძე – ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ ხელს, ეს არის „ქოცობა“ და ყველას ვურჩევ, მთავარ საკითხზე კონცენტრირდნენ

15:15, 27.07.2022

ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის სწორი საქციელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ 12 პუნქტის შესრულებაზე ალტერნატიული პროცესის შექმნა სწორი არ არის.

„ვინც ამას აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადასატანად. სწორედ ის არის „ქოცობა“, რომ სხვას აბრალებ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას „ქართული ოცნების“ გარდა. ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ და ყველას ვურჩევ, რომ მთავარ საკითხზე კონცენტრირდნენ. ახლა არ არის კამათის დრო, ტალახის სროლის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი