პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციის ფლანგს, რომელსაც უნდოდა რადიკალური ქმედებები, დამატებითი არგუმენტაცია მიეცა, რომ აუცილებელია ქუჩის პროტესტი
პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციის ფლანგს, რომელსაც უნდოდა რადიკალური ქმედებები, დამატებითი არგუმენტაცია მიეცა, რომ აუცილებელია ქუჩის პროტესტი

ჩვენ გვჭირდება სწრაფი ცვლილებები, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოეგება გონს და ვერ გადმოდგამს ნაბიჯებს, შემდეგ ასეთი ცვლილებები, ისტორიულად ცნობილია, ხდება ქუჩიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების დროს გონიერება ვერ გამოიჩინა „ქართულმა ოცნებამ“ და მავნებლური, უგუნური ნაბიჯები გადადგა, როდესაც მედიატორის შეთავაზებულ წინადადებასაც არ დათანხმდა.

„ჩვენ გვჭირდება სწრაფი ცვლილებები, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოეგება გონს და ვერ გადმოდგამს ნაბიჯებს, შემდეგ ასეთი ცვლილებები, ისტორიულად ცნობილია, ხდება ქუჩიდან. ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, მედიატორის შეთავაზებას არ დათანხმდა „ქართული ოცნება“ და ვერც კი მიიყვანეს მთავარი საკითხების განხილვამდე საქმე. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის ცალსახად „ქართული ოცნებაზე“. ამას მედიატორიც დაადასტურებს მალე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მედიატორის დასახელებულ ყველა პირობას თანხმდებოდა. არც ვაპირებდით დასავლელი პარტნიორების და მეგობრების წინადადების უარყოფას, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არც მოინდომა ამ წინადადების განხილვა. ოპოზიციაში იმ ფლანგს, რომლესაც უნდოდა უფრო რადიკალური ქმედებები, დამატებითი არგუმენტაცია მიეცა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს და აუცილებელია ქუჩის პროტესტი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.