პაატა მანჯგალაძე ომში ჩართვასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებებს პროპაგანდას უწოდებს
პაატა მანჯგალაძე ომში ჩართვასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებებს პროპაგანდას უწოდებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ომში ჩართვასთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებებს პროპაგანდას უწოდებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებაც“ ვითომ მშვიდობის მხარესაა.

„როგორც ორბანის შემთხვევაში არის პროპაგანდა, რომ მე უნგრეთის ინტერესი მაინტერესებს და ომში არ ჩავერთვებიო, იგივეა თურქეთის შემთხვევაში. რომელ ფრონტზე უნდა ჩაერთოს, კი არის ჩართული სირიაში და სხვა ფრონტი სად არის, სად უნდა ჩაერთოს? მეორე ფრონტი სად უნდა გახსნას? რუსეთთან პირდაპირი სადმე აქვს და არ ვიცით? რა ფრონტი, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, მათ შორის, ერდოღანის მხრიდანაც. მას მოეწონა უნგრეთის ნარატივი, რომ თუ ომსა და მშვიდობას შორის გააკეთებ არჩევანს, ხალხი ირჩევს მშვიდობას. ვითომ მშვიდობის მხარესაა „ქართული ოცნებაც“, მაშინ როდესაც რუსული მშვიდობა არ არსებობს. როცა „ქართული ოცნება“ ლანძღავს ევროპელ ლიდერებს და საქართველოს ტოვებს მარტო რუსეთის პირისპირ, ეს მშვიდობა არ არის, ეს არის ბუჩას მშვიდობა, ეს არის 8 აგვისტოს მშვიდობა, აფხაზეთის და ცხინვალის მშვიდობა. მე ასე ვხედავ. როდესაც იმავე ნარატივს შემდეგ სეპარატისტები იმეორებენ და მეორე ფრონტს ვითომ აპროტესტებენ, ეს რუსული პროპაგანდაა. ერდოღანზე არ ვამბობ, ქვეყნის შიგნით არის რუსული პროპაგანდა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.