პაატა მანჯგალაძე - ნიკა გვარამიასთან საუბარი მქონდა, თუმცა ეს იყო მეგობრების მოკითხვა, ალბათ ნიკა ფიქრობს, რომ ოპოზიციური პროცესისთვის ცალკე უფრო მეტის მოტანა შეუძლია
პაატა მანჯგალაძე - ნიკა გვარამიასთან საუბარი მქონდა, თუმცა ეს იყო მეგობრების მოკითხვა, ალბათ ნიკა ფიქრობს, რომ ოპოზიციური პროცესისთვის ცალკე უფრო მეტის მოტანა შეუძლია

არ დაგიმალავთ, რომ ოთხი დღის წინ ნიკა გვარამიასთან საუბარი მქონდა, თუმცა ეს იყო მეგობრების მოკითხვა და პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბარი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას შევხვდი და ვისაუბრეთ გამარჯვების სტრატეგიაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციამ მეტი უნდა ისაუბროს სიახლეზე და ნაკლებად იკინკლაოს ერთმანეთში.

„გამარჯვებას იმაში ვხედავ, რომ ოპოზიციამ მეტი ისაუბროს სიახლეზე და ნაკლები იკინკლაოს ერთმანეთში. ნიკა გვარამია და მე ერთმანეთს „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული ვიცნობთ, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა, ციხეშიც ვინახულე. შეხვედრა მეგობრული იყო და ამას პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდა. ნიკა გვარამიას ვიცნობ, მისი განწყობა ვიცი და მას გამარჯვების კოალიციასთან დაკავშირებით ანტაგონიზმი არ აქვს. მას გამარჯვების მოძრაობასთან არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს. ალბათ ნიკა ფიქრობს, რომ ოპოზიციური პროცესისთვის ცალკე უფრო მეტის მოტანა შეუძლია. ნიკა გვარამია არ ორჭოფობს, მას მედიასთან ლაპარაკი არ უჭირს, ყველაფერს კარგად მოყვება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.