პაატა მანჯგალაძე - ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის გაუქმება საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნებოდა, კარგია, რომ შეხვედრისთვის რესურსი გამოინახა 
პაატა მანჯგალაძე - ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის გაუქმება საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნებოდა, კარგია, რომ შეხვედრისთვის რესურსი გამოინახა 

ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის გაუქმება საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ცუდი იქნებოდა. არ მიხაროდა, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ შეხვედრა შედგა.

„კარგი იყო, რომ რესურსი გამოინახა შეხვედრისთვის, რათა საქართველოს ზიანი არ მიეღო, რადგან ნატო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. შეიძლება, ვიღაცას ამ შეხვედრის გაუქმება მოკლე მხედველობიდან გამომდინარე გაუხარდა, მაგრამ მე ეს გამიხარდა, რადგან ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი. ვშიშობდი, ვინმე „ქართული ოცნებიდან“ არ გამოსულიყო და არ ეთქვა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს იმიტომ არ ხვდება, რომ მხოლოდ მას ხვდებიან, ვისაც ომი უნდაო. ხიფათს ამაში უფრო ვხედავდი, ვიდრე იმაში, მოკლე მხედველობის მქონე ადამიანი რას იტყოდა. მოკლე მხედველობის მქონე ადამიანი ყველგან არის, ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.