პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ორი კვირის წინ ხალხს ჩვენზე უმტკიცებდა, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თავად უნდა აუხსნან მოსახლეობას, რატომ არ არიან მოღალატეები
პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ორი კვირის წინ ხალხს ჩვენზე უმტკიცებდა, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თავად უნდა აუხსნან მოსახლეობას, რატომ არ არიან მოღალატეები

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მძიმე პროცესია, რადგან ორი კვირის წინ ჩვენზე უმტკიცებდნენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თავად უნდა მიიღონ იგივე გადაწყვეტილება და უხსნიან, რატომ არ არიან მოღალატეები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოდიოდა უსამართლობის ნიაღვარი.

„ცოტა რთულია, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ როცა საუბრობ, რას გააკეთებს და რა ლოგიკით იხელმძღვანელებს, ამის პროგნოზირება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ის უსამართლობის ნიაღვარი, რაც მომართეს ჩვენს წინააღმდეგ, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა თავის დროზე, სწორედ ეს იქცა მთავარ დაბრკოლებად დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ხალხი, რომელიც მოქოქეს ჩვენს წინააღმდეგ, ახლა მოქოქილი არიან იმ ლიდერების წინააღმდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისაც უნდა შემოსვლა. ახლა ეს პროცესი რთულია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ძალიან მძიმე პროცესია, რადგან ორი კვირის წინ ჩვენზე უმტკიცებდნენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თავად უნდა მიიღონ იგივე გადაწყვეტილება და უხსნიან, რატომ არ არიან მოღალატეები, თუ იმავეს გააკეთებენ. ნამდვილად მოღალატე არავინ არ არის და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შემოვიდეს პარლამენტში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.