პაატა მანჯგალაძე - თვითმმართველობის არჩევნების რიგგარეშე არჩევნების მექანიზმად გამოყენების განხილვა შესაძლებელია, თუ ხელისუფლება მოვა ამ წინადადებით
პაატა მანჯგალაძე - თვითმმართველობის არჩევნების რიგგარეშე არჩევნების მექანიზმად გამოყენების განხილვა შესაძლებელია, თუ ხელისუფლება მოვა ამ წინადადებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის იმ შემთხვევაში იქნებიან მზად, თუ მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნების თემატიკას შეეხება.

„მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, ვსაუბრობ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, თუ დიალოგი შეეხება რიგგარეშე არჩევნების თემატიკას. რაც შეეხება ტაქტიკურ საკითხს, როდის განხორციელდეს და რა პირობებით, ამაზე შეიძლება მოლაპარაკება.

ვიდრე ხელისუფლებას არ დაუწყია დაპირებულ ფორმატში მოლაპარაკება ოპოზიციასთან, ჰიპოთეტურ ვერსიებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. როგორც კი იქნება კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. თუ კითხულობთ, ხომ არ არის შესაძლებელი თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მექანიზმად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ წინადადების განხილვა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მოვა ამ წინადადებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.