პაატა მანჯგალაძე - მჯერა, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, იქნება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას სჭირდება
პაატა მანჯგალაძე - მჯერა, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, იქნება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანას სჭირდება

​ვიმედოვნებ, მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავიდანვე უჭერდა მხარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა წაადგება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ, რადგან შარლ მიშელი გაეცნობა სიტუაციას და უშუალოდ მხარისგან მიიღებს ინფორმაციას. ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, თუ რა ხდება ქვეყანაში და როგორ ებრძვიან განსხვავებულ აზრს. მჯერა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ იქნება კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და ჩვენ ყველა მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც სჭირდება ქვეყანას. იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკებების პროცესს, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავიდანვე უჭერდა მხარს, ეს შეხვედრა წაადგება, რადგან ეს არ არის პარტიული კუთვნილების თემა, ეს არის თემა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ როგორმე მალე დავაღწიოთ თავი ამ კრიზისს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვია. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს.