პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილი იმ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურაა, რომ ვერავინ წაიყვანს და წამოიყვანს, მას უნდოდა ჩამოსვლა და ჩამოვიდა
პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილი იმ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურაა, რომ ვერავინ წაიყვანს და წამოიყვანს, მას უნდოდა ჩამოსვლა და ჩამოვიდა

როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხდი, ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ იყო. მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ საქართველოში ვიღაცამ ჩამოიტყუა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წუხდა, რომ ომის დროს უკრაინაში არ იყო და უკრაინელებს ვერ ეხმარებოდა.

„ჩემთვის არ უთქვამს, რომ საქართველოში ვიღაცამ ჩამოიტყუა. როცა უფრო ადრეც შევხვედრივარ, სულ იმაზე საუბრობდა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ელოდებოდა. სააკაშვილი პატარა ბავშვი არ არის, ვიღაცამ წაიყვანოს-წამოიყვანოს. მიხეილ სააკაშვილი იმ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურაა, რომ თავის ქედზე ვერავინ მოირგებს და ვერ წაიყვანს და წამოიყვანს. მას უნდოდა ჩამოსვლა და ჩამოვიდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.