პაატა მანჯგალაძე - მგონია, რომ სისუსტეზე საუბარი ზედმეტია, ოპოზიციური ბრძოლის ფუნდამენტს ვაყალიბებთ და ამას უკავშირდება გამარჯვების პლატფორმის შექმნა
პაატა მანჯგალაძე - მგონია, რომ სისუსტეზე საუბარი ზედმეტია, ოპოზიციური ბრძოლის ფუნდამენტს ვაყალიბებთ და ამას უკავშირდება გამარჯვების პლატფორმის შექმნა

პარტნიორების მხრიდან ჩვენთან ის საუბარი არ ყოფილა, რომ ოპოზიციის სისუსტის გამო რაღაცას ვერ აკეთებენ, საუბარია იმაზე, რომ გაკვირვებული არიან ასეთი ისტორიული შანსის პირობებში საქართველოში პრორუსი ხელისუფლება რატომ არის, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას წარმოადგენს, მისი მხარდამჭერი და ფაქტორია ოპოზიციური ბრძოლის ფონზე.

„მგონია, რომ სისუსტეზე საუბარი ზედმეტია. მთებს გადავდგამთ და ამის მეტი არ შეგვიძლია, ასე არ არის, მაგრამ ოპოზიციური ბრძოლოს ფუნდამენტს ვაყალიბებთ და ამას უკავშირდება გამარჯვების პლატფორმის შექმნა. საქართველოს ბევრ სოფელში ჩავალთ და იქნება ევროპული კურსის მხარდამჭერი კამპანია. ეს კამპანია იმ მუხტს მოიტანს, რაც „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან გაუშვებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“.