პაატა მანჯგალაძე - მაინტერესებს, რომელმა საერთაშორისო პარტნიორმა ურჩია „ქართულ ოცნებას“, რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენოთო
პაატა მანჯგალაძე - მაინტერესებს, რომელმა საერთაშორისო პარტნიორმა ურჩია „ქართულ ოცნებას“, რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენოთო

რეზოლუციის საკითხმა კიდევ ერთხელ მოახდინა „ქართული ოცნების“ პოზიციების ლუსტრაცია​, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ისინი არ აპირებენ სიმართლისთვის თვალის გასწორებას და იმ ქმედებებს, რაც არის პრაგმატული. რუსეთის ფედერაციის მოხსენიება ამ დოკუმენტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად ვაფასებთ მიმდინარე პროცესებს. საუბარი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციაზე. მაინტერესებს, რომელმა საერთაშორისო პარტნიორმა ურჩია, რომ რუსეთი არ ახსენოთო. ასეთი მრჩეველი შეიძლება, ყოფილიყო გრიგორი კარასინი, რომელთანაც „ქართულ ოცნებას“ კარგი ურთიერთობა აქვს. მთელი მსოფლიო უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე საუბრობს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.