პაატა მანჯგალაძე - ლოცვის ნაწილში თემურ ალასანიას პოზიციას არ ვიზიარებ, საქართველოს გაერთიანების ნაწილში ამ კომპონენტს არ გამოვრიცხავდი
პაატა მანჯგალაძე - ლოცვის ნაწილში თემურ ალასანიას პოზიციას არ ვიზიარებ, საქართველოს გაერთიანების ნაწილში ამ კომპონენტს არ გამოვრიცხავდი

ეს არის ადამიანის კერძო აზრი და ყველა განსხვავებულ აზრს პატივი უნდა ვცეთ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას.

პაატა მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს თემურ ალასანიას განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ალასანია ამბობს: „სად გინახავთ წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი გზით დაბრუნება, დავიჭიროთ სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. ეს არ მოხდება“.

„ვცდილობ, „ქართული ოცნების“ ანტიქართულ აზრებსაც კი კონსტრუქციულად ვუპასუხო. თემურ ალასანიას ლოცვის ნაწილში არ ვეთანხმები, დანარჩენში მას – მისი, მე ჩემი აზრი მაქვს. გახლეჩილი და გაღატაკებული საქართველოს კონტექსტი არ მინახავს და არ ვიცი, ამ ადამიანზე ამდენი ლაპარაკი რას ემსახურება. ქრისტიანი ვარ და ლოცვის ნაწილში მის პოზიციას არ ვიზიარებ. შეიძლება, ადამიანი ფიქრობდეს, რომ მხოლოდ ლოცვით არ გამოვა, მაგრამ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ჩემი მრწამსია, რომ საქართველო მაშინ იყო ძლიერი, როცა ეკლესია-მონასტრები ძლიერი იყო, ერი და ბერი თავის საქმეს აკეთებდა და სწორედ მაშინ დავამარცხეთ მტერი. საქართველოს გაერთიანების ნაწილში ლოცვის კომპონენტს არ გამოვრიცხავდი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.