პაატა მანჯგალაძე - კომუნიკაცია გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან, რომლებიც არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დელეგაციას, არამედ ოპოზიციის ჩასვლასაც ელოდებიან
პაატა მანჯგალაძე - კომუნიკაცია გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან, რომლებიც არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დელეგაციას, არამედ ოპოზიციის ჩასვლასაც ელოდებიან

მნიშვნელოვანი იყო, უკრაინაში წასულიყო არა „ქართული ოცნების“ დელეგაცია ან ოპოზიცია, არამედ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინელ კოლეგებთან, რომლებიც არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დელეგაციის, არამედ ოპოზიციის ჩასვლასაც ელოდებიან.

„ჩემთვის გაუგებარი იყო წინააღმდეგობა „ქართული ოცნებისგან“. აქ საუბარია სოლიდარობაზე და სოლიდარობის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს. ერთიანობის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. ეს მიუთიბებს ჩვენს პოლიტიკურ სიმწიფეზე და რაღაც პარტიული განხეთქილებები არ ჩააღწევდა უკრაინაში. მნიშვნელოვანი იყო, რომ წასულიყო არა „ქართული ოცნების“ დელეგაცია ან ოპოზიცია, არამედ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად. თუ ვინმე არ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, საკუთარ თავს დააბრალოს. ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ისინი ელოდებიან არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დელეგაციას, არამედ ოპოზიციის ჩასვლასაც. ჩვენთვის გადამწყვეტია, ამ საკითხში უკრაინელების დამოკიდებულება. ახლა საუბარია პოლიტიკური ჯგუფიდან ერთ წევრზე. ალბათ ის ერთი ხათუნა სამნიძე იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.