პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან კი არსებობს მზაობა შემხვედრი ნაბიჯებისთვის
პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან კი არსებობს მზაობა შემხვედრი ნაბიჯებისთვის

შექმნილ ვითარებაში აღარ გვაქვს პოლიტიკური კრიზისის გრძელვადიანად გაგრძელების ფუფუნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან კი არსებობს მზაობა შემხვედრი ნაბიჯებისთვის.

„შექმნილ ვითარებაში რაც არის ქვეყანაში მძიმე კრიზისი, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, პანდემია, სოციალური კრიზისი და რეგიონში ფეთქებადსაშიში ვითარება, აღარ გვაქვს პოლიტიკური კრიზისის გრძელვადიანად გაგრძელების ფუფუნება. ამიტომ, პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მოგვარდეს ეს პოლიტიკური კრიზისი. „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი მხრიდან გვაქვს მზაობა, რომ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები. არა იმისთვის, რომ ვინმე პარლამენტში შევიდეს, არამედ განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია. როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, აქვს კონტაქტი ფასილიტატორებთან და მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს უფრო მჭიდრო კონსულტაცია შეთანხმების მიღწევის გზებთან დაკავშირებით. ფორმატში არაფერი არ იცვლება. იმ ფორმატის მიხედვით, ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით უნდა იყოს შეთანხმებაში ჩადებული პირობა. მისაღები თუ იქნება ჩვენთვის, არ მოვერიდებით, დავაფიქსირებთ ჩვენს განსხვავებულ პოზიციას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი