პაატა მანჯგალაძე - ირაკლი კობახიძის განცხადებები რეალობას არის მოწყვეტილი, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია
პაატა მანჯგალაძე - ირაკლი კობახიძის განცხადებები რეალობას არის მოწყვეტილი, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია

ირაკლი კობახიძის განცხადებები რეალობას არის მოწყვეტილი, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და იმ დერეფნებში, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც“.

როგორც პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, „ირაკლი კობახიძე კუდიანებს ეძებს და საუბრობს შეთქმულებაზე, რაც იმის ბრალია, რომ „ქართულ ოცნებას“ მმართველობის ათი წლის თავზე არ აქვს ის, რითაც შეიძლება, ამომრჩევლის წინაშე წარდგეს და თავი მოაწონოს.

„ირაკლი კობახიძის განცხადებები რეალობას არის მოწყვეტილი, სულელური ნათქვამია, რადგან „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპაში მნიშვნელოვან შეხვედრებზე ვიყავით, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენი ქვეყნისთვის არც ერთი საწინააღმდეგო განცხადება არ გაგვიკეთებია. ამერიკაში ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოებაზე და იმაზე, რომ ქვეყანას გამარტივებული სავიზო რეჟიმი სჭირდება. ირაკლი კობახიძე კუდიანებს ეძებს და საუბრობს შეთქმულებაზე, რაც იმის ბრალია, რომ „ქართულ ოცნებას“ მმართველობის ათი წლის თავზე არ აქვს ის, რითაც შეიძლება, ამომრჩევლის წინაშე წარდგეს და თავი მოაწონოს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არის ანტიდასავლური და ამას ემატება ლიდერების განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკა ომს აძალებს. იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფული გადაარჩინოს და სკამი შეინარჩუნონ, მზად არიან, საქართველოს ინტერესები დააზიანონ. ირაკლი კობახიძემ მტკიცებულება წარმოადგინოს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სად შეეწინააღმდეგა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.