პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მოსახლეობასთან კომპრომისი დამარცხება და უკან დახევა არ არის
პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მოსახლეობასთან კომპრომისი დამარცხება და უკან დახევა არ არის

ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მოლაპარაკება, კომპრომისი საკუთარ მოსახლეობასთან, არც დამარცხება და არც უკან დახევაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლების მხრიდან კომპრომისი აუცილებელია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამორჩეული არ არის შემრიგებლური ტონით საკუთარ მოქალაქეებთან, ყველამ ვიცით. ვფიქრობ, ეს უფრო შიდა მოხმარებისთვის, რათა საკუთარ ელექტორატს ანახოს, რომ „ოცნება“ ძალაზეა და არაფერი არ დაუთმია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ ამხელა ჩართულობა (მოლაპარაკებაში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი) აჩენს იმის შანსს, შესაძლებლობას, რომ მაინც მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა. უნდა იცოდეს ღარიბაშვილმა, „ოცნებამ“, რომ მოლაპარაკება, კომპრომისი საკუთარ მოსახლეობასთან არც დამარცხება და არც უკან დახევა არ არის. ეს სჭირდება მოსახლეობას, რათა დროზე გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და გადავიდეთ რეალური პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.