პაატა მანჯგალაძე - ევროპასა და ამერიკაში გამჭვირვალობის პრობლემა კი არ აქვთ, პრობლემაა, გამჭვირვალობას რომ იყენებ საბაბად და სინამდვილეში ცვლილებების მიზანი ადამიანების სტიგმატიზაციაა
პაატა მანჯგალაძე - ევროპასა და ამერიკაში გამჭვირვალობის პრობლემა კი არ აქვთ, პრობლემაა, გამჭვირვალობას რომ იყენებ საბაბად და სინამდვილეში ცვლილებების მიზანი ადამიანების სტიგმატიზაციაა

უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპასა და ამერიკაში გამჭვირვალობის პრობლემა კი არ აქვთ, პრობლემაა, გამჭვირვალობას რომ იყენებ საბაბად და სინამდვილეში ცვლილებების მიზანი ადამიანების სტიგმატიზაციაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მთავარ პრინციპებთან არის შეუთავსებელი, როცა ადამიანს უცხოური გავლენის აგენტს უწოდებ“.

„ცვლილებების მიზანი თუ გამჭვირვალობაა, ფინანსური დეკლარაციების წარდგენა ხდება, საერთოდ არ არის აუცილებელი უცხოური გავლენის აგენტი უწოდო ორგანიზაციას. ამ ცვლილებებმა მუშაობა მიღებამდე დაიწყო, რადგან „ქართული ოცნება“ საუბრობდა, ცვლილებები იყო საქართველოს მტრების, ეკლესიის მტრებისა და ჯაშუშების წინააღმდეგ. ეს გამჭვირვალობა არ არის, როცა სტიგმატიზაციას ახდენ. ამ ცვლილებების მიზანი იყო, რაც რუსეთში მოხდა, როცა დასავლეთიდან გრანტის მიმღებლები მტრებად გამოაცხადეს. ამ ცვლილებების მიზანი იყო, დასავლეთთან დაკავშირებული ორგანიზაციების დემონიზება მოეხდინა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება.