პაატა მანჯგალაძე - დღევანდელ შეხვედრაზე დაზუსტდება დეტალები, ხელისუფლება რაზეა თანახმა და რაზე არა
პაატა მანჯგალაძე - დღევანდელ შეხვედრაზე დაზუსტდება დეტალები, ხელისუფლება რაზეა თანახმა და რაზე არა

დღევანდელი შეხვედრა შეიძლება, იყოს გადამწყვეტი, რადგან გვქონდეს სურათი, რაზე მოდის ხელისუფლება და რაზე არა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„პრინციპი აღებული აქვს მხარეებს – თუ არ იქნება შეთანხმება ყველა საკითხზე, არ იქნება შეთანხმება. კარგია, რომ ყველა საკითხზე ერთდროულად უნდა იყოს დღეს მსჯელობა. ვფიქრობ, რომ სხვა გამოსავალი დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი დღევანდელ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე. გარდა შეთანხმებისა და კომპრომისის მიღწევისა, საკუთარ მოქალაქეებთან სხვა გზა არა აქვთ. საერთაშორისო ჩართულობა და საზოგადოებაში ზოგადი განწყობა მაძლევს დარწმუნების შესაძლებლობას, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე დასრულდება.

დღევანდელი შეხვედრა შეიძლება იყოს გადამწყვეტი, რადგან გვქონდეს სურათი, რაზე მოდის ხელისუფლება და რაზე არა. დღევანდელი მონაცემებით, რაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, ზოგადად, ხელისუფლებამ თანხმობა განაცხდა ყველა პუნქტზე მსჯელობაზე, მაგრამ დეტალები, თუ რაზე არიან თანახმა და რაზე არა, დღეს დაზუსტდება“,- განაცხადა მანჯგალაძემ.