პაატა მანჯგალაძე - ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა, ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება
პაატა მანჯგალაძე - ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა, ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები, ვინც ფულისა და ძალაუფლებისთვის ყიდის თავის თავს და ქვეყანას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათთვის პატრიოტიზმი ხალხის მოტყუების ხელოვნებაა, ქართულობა და სამშობლოს დაცვა – ღალატის გადასაფარი ნიღაბი, ქვეყნის სუვერენიტეტი კი – გასაყიდი საქონელი.

„ამ დროს ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა. ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა: ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად და ამ გზაზე ვიწროპარტიული მოქმედება, უკან დახევა ასუსტებს ამ წინააღმდეგობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.