პაატა მანჯგალაძე - ევროპული ტიპის კამპანიას ჩავატარებთ, რომელიც ორიენტირებული იქნება არა დაპირისპირებაზე, არამედ იმაზე, თუ რაში მდგომარეობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ უპირატესობა 
პაატა მანჯგალაძე - ევროპული ტიპის კამპანიას ჩავატარებთ, რომელიც ორიენტირებული იქნება არა დაპირისპირებაზე, არამედ იმაზე, თუ რაში მდგომარეობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ უპირატესობა 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. ჩვენი ყველა ლიდერი რეგიონებშია გაშლილი, ვაწყობთ წინასაარჩევნო ინფრასტრუქტურას. პანდემიიდან გამომდინარე ვერ ვატარებთ კარდაკარს. არ გვინდა ადამიანები, ჩვენი მხარდამჭერები რისკის ქვეშ დავაყენოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად ფაზას სექტემბერში გეგმავს.

„სექტემბერში თუ დაბალი იქნება პანდემიის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, გავშლით სრულად კამპანიას, თუ არადა მოგვიწევს ზუმში. სივრცე არ არის კამპანიის ჩატარების. ერთის მხრივ არის საარჩევნო ინტერესი, მეორეს მხრივ არის ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ჩვენ ჯანმრთელობას უფრო წინ ვაყენებთ. ჩვენ ჩავატარებთ ევროპული ტიპის კამპანიას, რომელიც ორიენტირებული იქნება არა დაპირისპირებაზე და წარსულის ნეგატივზე, არამედ მთავარი იქნება, რაში მდგომარეობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიტიური უპირატესობა კონკურენტებზე. ჩვენ ბევრ ოპოზიციურ კოლეგას შევხვდით რეგიონში მოძრაობის დროს, ისინიც იგივე მდგომარეობაში არიან, ერიდებიან მასიურ დასახელებებს ხალხმრავალ ადგილებში. სექტემბერში გადავალთ აქტიურ ფაზაში, მაგრამ ამისთვის ხელი უნდა შეგვიწყოს ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ესაა სტანდარტული სახელისუფლებო კამპანია, ადმინისტრაციული რესურსი, ძალით მოყვანილი ხალხი, სურათის დახატვა, რომ ბედნიერია ქვეყანა, მაგრამ თუ ვკითხავთ, დამისახელე სამი წარმატებული პროექტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონოს „ოცნებამ“, ასეთი არ აქვს, ამიტომ ლაპარაკობს ცხრაწლიან წარსულზე და „ნაცების“ დაბრუნების შიშზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.