პაატა მანჯგალაძე - ჩემი მსოფლმხედველობა ქრისტიანულია, შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის ფორმა მიუღებელია
ადამიანის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, რას ლაპარაკობს ის. ძალადობის არანაირი ფორმის მომხრე არ ვარ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მისმა მხარდამჭერებმა ცინიკური დამოკიდებულება გამოხატეს კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობის მიმართ, რაზეც მანჯგალაძემ აღნიშნა:
„ვიცინოდით, რას ნიშნავს? ბოლშევიკი ხომ არ ხართ? კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ? სად დაინახეთ, რომ ვიცინოდით? რომ ვიცი, „ქოცი“ მოღალატეა, ისიც არ მინდა, როგორც ნეპალში დასდევენ, ისე გაეკიდონ და მოექცნენ. მინდა, მშვიდობიანად წავიდნენ სახლში. ჩემი მსოფლმხედველობა ქრისტიანულია, შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის ფორმა ჩემთვის მიუღებელია“.