პაატა მანჯგალაძე - არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი და გამამხნევებელი გამონათქვამი მგონია, ამის გამო კრიტიკას არ ვაპირებ
პაატა მანჯგალაძე - არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი და გამამხნევებელი გამონათქვამი მგონია, ამის გამო კრიტიკას არ ვაპირებ

არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი გამონათქვამები მგონია,  – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, არ აპირებს არესტოვიჩის კრიტიკას.

არესტოვიჩის განცხადება უფრო ხატოვანი გამონათქვამები მგონია. ასე ვთქვათ, იმედის მომცემი, გამამხნევებელი განცხადება და არა ის, რომ ამ ქმედებების უკან რაიმე სერიოზული ქმედებები იდგეს. თავის ხალხს ეუბნება, რომ არა მხოლოდ თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს, არამედ ქართველებსაც, მოლდოველებსაც. ეს არის ჰეროიკული რიტორიკა, რომ თავის ხალხში რწმენა შეიტანოს. ამის გამო კრიტიკას არ ვაპირებ. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ტელეარხებს, როცა უკრაინა ნომერ პირველი სალანძღავი თემაა“, – განაცხადა მანგჯალაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.