პაატა მანჯგალაძე - არჩევნები არ არის ხვალ, რომ ბლოკი შევქმნათ, საუბარია, როგორ დავუპირისპირდეთ სისტემურად სახელმწიფოს ტოტალურ ძალადობას
პაატა მანჯგალაძე - არჩევნები არ არის ხვალ, რომ ბლოკი შევქმნათ, საუბარია, როგორ დავუპირისპირდეთ სისტემურად სახელმწიფოს ტოტალურ ძალადობას

პლატფორმა არის თავისუფალი, იქ საუბარია, როგორ დავუპირისპირდეთ სისტემურად სახელმწიფოს ტოტალურ ძალადობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანების მიზანია, როგორმე შეჩერდეს ძალადობა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა მიზანი აქვს გაერთიანებას. მთავარია, ტოტალური ძალადობა როგორმე შევაჩეროთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ეწევა; ასევე პროპაგანდა, რომელიც არის ფსიქოლოგიური ძალადობა საქართველოზე, ესეც უნდა შევაჩეროთ. აქ თემატურ თანამშრომლობაზეა საუბარი. არჩევნები არ არის ხვალ, რომ ბლოკი შევქმნათ. საუბარი არის, როგორ დავუპირისპირდეთ სისტემურად სახელმწიფოს ტოტალურ ძალადობას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

10 თებერვალს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც გარკვეული პირების დასანქცირებაზე იმუშავებს.