პაატა მანჯგალაძე - არ ვიცი, სააკაშვილისთვის წერილი პატრიარქმა მოამზადა თუ მისი სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად
პაატა მანჯგალაძე - არ ვიცი, სააკაშვილისთვის წერილი პატრიარქმა მოამზადა თუ მისი სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად

არ ვიცი, სააკაშვილისთვის წერილი პატრიარქმა მოამზადა თუ მისი სახელით გამოქვეყნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გამოდგება ქრისტიანული სიყვარულისა და კაცთმოყვარეობის ნიმუშად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.

„სხვა ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზე როდესაც არის საუბარი, ყველამ ვნახეთ – ექსპერტები ადასტურებენ, რომ დარიშხანით არის მოწამლული. როცა ადამიანი დარიშხანითაა მოწამლული, და სხვა რეალობა შეიცანიო, ეს რას ნიშნავს, დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიცნოს? და რას დაელოდოს, სიკვდილს? ეს არ არის საუკეთესო წერილი და არ გამოხატავს არც ქრისტესმიერ სიყვარულს და არც განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ ქრისტიანული დამოკიდებულების მაგალითს.

ძალიან კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და სულიერება დაინახა ამ ყველაფერში, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ სულიერებას და ქრისტიანობას იმაში, რომ ადამიანი განსაცდელშია, მოწამლულია დარიშხანით და თურმე ახლა სააკაშვილმა დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს. სააკაშვილი ბევრად მხნედ და მამაცად გამოიყურება მაგ შეფასების შემდეგ, ვიდრე ის წერილი, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.