პაატა მანჯგალაძე - აქციაზე ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, თუ ვინმე უკანონოდ იქცეოდა, მათ არაფერი აქვთ საერთო მშვიდობიან მანიფესტანტებთან, რომლებმაც რუსული კანონი გააპროტესტეს
პაატა მანჯგალაძე - აქციაზე ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, თუ ვინმე უკანონოდ იქცეოდა, მათ არაფერი აქვთ საერთო მშვიდობიან მანიფესტანტებთან, რომლებმაც რუსული კანონი გააპროტესტეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა მშვიდობიანი პროტესტის გზით ხელისუფლების ჩამოშორება.

„პროტესტი უნდა იყოს, რადგან ქვეყანას აბარებენ რუსეთს. თუ ვინმე უკანონოდ იქცეოდა, ასეთი ადამიანები თუ იყვნენ, არაფერი საერთო არ აქვთ მშვიდობიან მანიფესტანტებთან, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს რუსული კანონის წინააღმდეგ. მოვეშვათ პროპაგანდას, რომ ვიღაცებმა რაღაც არიეს. ეს ვინც გააკეთა, იყო სუს-ის მიერ ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც საფუძველი მისცა მიტინგის დარბევას. ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. 20:00 საათზე დაიწყო დარბევა. კადრები, რომლებსაც ავრცელებენ, დაიწყო 12:00 საათის შემდეგ, ამიტომ ძალადობა ხელისუფლებამ წაახალისა. ოპოზიციის გეგმაა, მშვიდობიანი პროტესტით არ დავიღალოთ და ეს მაიმუნები ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.