პაატა მანჯგალაძე - ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის პუნქტები უნდა მომზადდეს ისე, რომ არავის ღირსება არ შეილახოს
პაატა მანჯგალაძე - ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის პუნქტები უნდა მომზადდეს ისე, რომ არავის ღირსება არ შეილახოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის პუნქტები ისე უნდა მომზადდეს, რომ არავის ღირსება არ შეილახოს.

„რაც შეხება პოლიციელებს, როგორც ვიცი, დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ყველა მათგანი  გათავისუფლებულია. ჩვენ ვცდილობთ, ისე განვმარტოთ და ისე გავაკეთოთ ამნისტია, რომ არანაირი მორალური ზიანი არ მიადგეს იმ ადამიანებს, ვისაც ვათავისუფლებთ. ამინისტია ყოველთვის ჰუმანური აქტია და ითვალისწინებს ვიღაცის გათავისუფლებას, ამას უნდა შევეგუოთ. კიდევ ერთხლ ვამბობ და ვაზუსტებ, ვინაიდან კანონპროექტის შინაარსი ჯერ არ არის ცნობილი, ჩემი მთავარი პრინციპი იქნება, რომ არავის ღირსებას არ მიადგეს ჩრდილი“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენ დაუჭერთ მხარს პოლიციელების ამნისტიას?“, – მანჯგალაძე პასუხობს: „ამ შემთხვევაში დავუჭერთ“.