პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვის პროცესში მონაწილეობას მიიღებს
პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვის პროცესში მონაწილეობას მიიღებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მისი პარტია და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„შემიძლია, ახლა ვისაუბრო „სტრატეგია აღმაშენებლის“, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ სახელით. ჩვენ განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ შეთანხმების ნაწილი, რომელსაც მოვაწერეთ ხელი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა.

სამწუხაროა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ არანაირი არჩევანი არ დატოვა, რადგან შემოგვთავაზეს ცესკო-ს მოქმედი ორი თანამშრომელი. გამოჩნდება კიდეც, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც იყო აუცილებელი პრინციპულობა და კეთილსინდისიერება. დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და კითხვების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.