პაატა მანჯგალაძე - 2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება, რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც რუსეთთან კავშირშია
პაატა მანჯგალაძე - 2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება, რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც რუსეთთან კავშირშია

2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება, რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც რუსეთთან კავშირშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ წინა არჩევნებსაც წააგებდა, საარჩევნო სისტემა პროპორციული რომ ყოფილიყო.

„ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წელს გამოაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრაო და მას შემდეგ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ებრძვის. რანაირად გააქრეს, თუ მთავარი დღის წესრიგი მაინც „ნაციონალური მოძრაობაა?“ მთავარი ოპოზიციური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ჩვენ არ გვინდა, რომ ჩავიკეტოთ პარტიებში და კამპანიას ვიწყებთ, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამარჯვების ნაწილი გახდეს. 2024 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენი დადგება. ჩვენ რევანშს არ ვაპირებთ, მაგრამ ყველას პასუხი მოეთხოვება, ვინც რუსეთთან კავშირშია. „ქართული ოცნება“ წინა არჩევნებსაც წააგებდა, საარჩევნო სისტემა პროპორციული რომ ყოფილიყო. ცალკე პარტიული დღის წესრიგი არ მაინტერესებს, როცა საქართველო არის გადასარჩენი. თუნდაც შეფუთვა დავარქვათ, მე ასე ვცხოვრობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.