პაატა მანჯგალაძე - 2018 წელს „ნაცმოძრაობამ“, გიორგი ვაშაძესთან ერთად, 40 პროცენტი აიღო, ახლაც ასე იქნება, მელია და გვარამია თუ 10 პროცენტს აიღებენ, ხელისუფლებაში მოვსულვართ, მადლობა მათ
პაატა მანჯგალაძე - 2018 წელს „ნაცმოძრაობამ“, გიორგი ვაშაძესთან ერთად, 40 პროცენტი აიღო, ახლაც ასე იქნება, მელია და გვარამია თუ 10 პროცენტს აიღებენ, ხელისუფლებაში მოვსულვართ, მადლობა მათ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40 პროცენტამდე აიღებს.

პაატა მანჯგალაძეს ჟურნალისტებმა არჩევნებზე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შანსებზე დაუსვეს კითხვა.

„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე 40 პროცენტამდე ავიღებთ და თუ ისინი 10 პროცენტს აიღებენ, ხელისუფლებაში მოვსულვართ, მადლობა მათ. 40 პროცენტს რომ ავიღებთ, ეს იმან გვითხრა, რომ 2018 წელს „ნაცმოძრაობამ“, გიორგი ვაშაძესთან ერთად, 40 პროცენტი აიღო, ახლაც ასე იქნება. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოვდივართ. ხალხი ცვლის ხელისუფლებას, ჩვენ კი არ მოვდივართ. 2018 წელს 17-პროცენტიან რეიტინგს გვიწერდნენ და 40 პროცენტი მივიღეთ“, – აღნიშნა პაატა მანჯაგალაძემ.