პაატა მანჯაგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ საერთოდ არ გვიდგას საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის, მთავარია, პოლიტიკური კრიზისის მოგვარება
პაატა მანჯაგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ საერთოდ არ გვიდგას საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის, მთავარია, პოლიტიკური კრიზისის მოგვარება

„სტრატეგია აღმაშენებელს“ საერთოდ არ გვიდევს საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის, მთავარია, პოლიტიკური კრიზისის მოგვარება, რომ მალე გადავერთოთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დანიელსონის ვიზიტი, რადგან აუცილებელია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ საერთოდ არ გვიდგას საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის, მთავარია, პოლიტიკური კრიზისის მოგვარება, რომ მალე გადავერთოთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას. ჩარჩო უკვე განსაზღვრულია, რა ფორმატში და რაზე უნდა იყოს საუბარი, ექვსპუნქტიანი შეთანხმება მაქვს მხედველობაში და ჩვენთვის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია. მთავარი საკითხი გახლავთ ვადამდელი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხი, ყველა ის საკითხი მიბმულია, ამ ორ საკითხთან.  ვიცით, რომ ფასილიტაციის ეტაპიდან გადავედით მოდერირების ეტაპზე, მოდერირება თავისი არსით გულისხმობს, რომ მომლაპარაკებელ მხარეს უფლება აქვს შემოგვთავაზოს გამოსავლის თავისი ვერსია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიცია. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ საშუალებად კარგი იქნება პირდაპირ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, მაგრამ თუ ვერ წამოვიდა „ქართული ოცნება“ ამაზე, პლებისციტს მივიჩნევთ კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ საშუალებად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.