პაატა მანჯგალაძე - არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს
პაატა მანჯგალაძე - არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს

„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ ყოფილიყო და ქართული პოლიტიკიდან განდევნილი ყოფილიყო, არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სასიკეთოს არ ელოდება.

როგორც ექიმები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა მისგან არ მომისმენია, არც პოლიტიკიდან წასვლაზე და არც დარჩენაზე. არის თუ არა მისი პატიმრობა პოლიტიკური? – მართლმსაჯულების ინტერესს პოლიტიკური ინტერესი წინ უსწრებს. „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ ყოფილიყო და ქართული პოლიტიკიდან განდევნილი ყოფილიყო. არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს იმის აღიარება იქნება, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ჰყავდა. ამიტომ, ამ კამპანიისგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სასიკეთოს არ ველოდები“, – განაცხადა მანჯგალაძე.