პაატა კვიჟინაძე - მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტური პარტიის მმართველობას, იმათ რომ იცოდნენ, „ენჯეოებმა“ უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ
პაატა კვიჟინაძე - მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტური პარტიის მმართველობას, იმათ რომ იცოდნენ, „ენჯეოებმა“ უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ

მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს. იმათ რომ იცოდნენ, „ენჯეოებმა“ უნდა მართონ საქართველო, ორივე საფლავში გადატრიალდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენში განაცხადა.

კვიჟინაძემ ოპოზიციას მიმართა, რომ არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი თუ აქვთ, მაშინ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით არ უნდა ნერვიულობდნენ.

„დარწმუნებული თუ ხართ, რომ მთელი ხალხი თქვენ გვერდით დგას და არჩევნებს მოიგებთ, მაშინ რა განერვიულებთ, ოქტომბერში რომ მოხვალთ, გააუქმეთ, ერთი დღე უნდა ამას დაჩქარებულად, მაქსიმუმ, ორი დღე, მაგრამ იცით, რომ არ არის მხარდაჭერა. არის რაღაც რაოდენობა, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რაღაც რაოდენობა ფულს იღებს, დაფინანსება აქვს, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ იმის გარდა, არის სამ მილიონ-ნახევარი ადამიანი. გამოხატვის თავისუფლებაა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ნუ ამბობენ, რომ 50 000 და 70 000 კაცია.

გულზე მომხვდა და არ შემიძლია, არ ვთქვა, ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მოძრაობა, რუსეთი, რუსეთი – ასეთი თემა არის. მე პირადად ეროვნული მოძრაობიდან ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი ეროვნული მოძრაობიდან, კომუნისტების წინააღმდეგ რომ იყო. შემდეგ – პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი და ახლა რომ მეუბნებიან, „ენჯეოს“ კანონი თუ მიიღეთ, თურმე რუსეთუმე ვართ, ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა. მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს. იმათ რომ იცოდნენ, ახლა რა ხდება, რომ „ენჯეოებმა“ უნდა მართონ საქართველო, ორივე საფლავში გადატრიალდებოდა. ჩვენ, ყველა ვართ ევროპისკენ, გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, ოღონდ გვინდა, ეს იყოს საქართველოს დაუზიანებლად“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.