პაატა კვიჟინაძე - არ ყოფილა შეხვედრა, მანჯგალაძეს და ვაშაძეს არ ეთქვათ, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან შემოვიდესო, ახლა ამოატრიალეს, გვეუბნებიან, რატომ აკეთებთო
პაატა კვიჟინაძე - არ ყოფილა შეხვედრა, მანჯგალაძეს და ვაშაძეს არ ეთქვათ, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან შემოვიდესო, ახლა ამოატრიალეს, გვეუბნებიან, რატომ აკეთებთო

არ ყოფილა შეხვედრა, პაატა მანჯგალაძეს და გიორგი ვაშაძეს არ ეთქვათ, რატომ არ შემოგაქვთ ინვესტიციები, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან რომ შემოვიდესო. ახლა აქეთ გვეუბნებიან, რატომ აკეთებთო, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე.

კვიჟინაძის განმარტებით, ოფშორული კომპანიები, რომლებზეც საუბარია, იურიდიულად დასავლეთის ქვეყნებს მიეკუთვნებიან და თავად დასავლეთმაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში აქვთ სარგებელი, ანუ ოფშორში არსებულ ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არსებულ კომპანიებსაც მართავენ.

„ვინ გააკეთაო? ყველამ გააკეთა, შუა აზიით დაწყებული, კავკასიით და ევროპით დამთავრებული, ახლა აშშ-ც აკეთებს. აღარ მინდა, ჩავუღრმავდე, ტექნოლოგიურ კომპანიებზე და ელექტრომობილებზე ევროპას რა გაუკეთა. მთელი მსოფლიო ამას აკეთებს. ოფშორშია ინვესტიცია, რომელიც იურიდიულად ეხება დასავლეთის ქვეყნებს, დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნელ-ნელა გამოვიდეს სიბნელიდან. იმავე დასავლეთმა მიიღო თავიანთი კანონები, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი იყოს და ა.შ. იმ ხალხმა, ვინც იქ არის, მოინდომა, ნელ-ნელა გამოვიდეს ჩვეულებრივ სიტუაციაში. რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა. საქართველოში შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული? ამაში ცუდი რა არის? აქამდე სხვანაირად იძახდით, ახლა სხვანაირად ამბობთ. ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება, ვიმეორებ, არავის არ ეხება ეს, ვინც გინდა, შემოიტანოს, ეხება ისეთს, ვისაც საქართველოში სარგებელი აქვს, ანუ თუ ოფშორში აქვს კომპანია, რომელიც საქართველოში მართავს კომპანიას“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.