პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული
პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული

პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარედგინა. მთავრობის მიერ მომზადებული ფინანსური დოკუმენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის განვითარებაზეა დაფუძნებული. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მონაცემები ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპასა და სამეზობლოში, რის გამოც საქართველო პირველობას ინარჩუნებს.

„ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 პროცენტია, მთავრობის ვალი იკლებს იმ ფონზე, როცა ყველგან მატულობს. იმატებს საერთო ინვესტიციები, ინფლაცია 3 პროცენტის ფარგლებშია და ა.შ. ნაერთი ბიუჯეტი 3 მილიარდი ლარით იზრდება და 35 მილიარდ 500 მილიონი ხდება. სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 2,7 მილიარდით იზრდება, ხოლო გადასახადების ნაწილში 2,53 მილიარდი ლარით, რაც სამინისტროების მიხედვით გადანაწილდება. არ რჩება სამინისტრო, რომელსაც მატება არ ექნება“, – აცხადებს კვიჟინაძე.

დეპუტატის განმარტებით, ახალი ბიუჯეტის ფარგლებში, იზრდება პენსია და საჯარო სამსახურში ხელფასები.

„ეს ბიუჯეტი ადამიანებზეა მორგებული“, – დასძინა პაატა კვიჟინაძემ.